ფინანსური პრობლემების გამო ვაშინგტონში ახალი ამბების ისტორიისა და თავისუფალი პრესის მუზეუმი იხურება.მუზეუმი მუშაობას 2019 წლის დასასრულს შეაჩერებს.
პენსილვანია ავენიუზე მდებარე შენობა უკვე მიყიდეს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტს 373 მილიონ დოლარად. მუზეუმში არსებული ექსპონატების ნაწილი არქივს გადაეცა, ნაწილი კი მფლობელებს დაუბრუნდათ. „ნიუზეუმში“ დაღუპული ჟურნალისტების მემორიალური დაფაცაა, სადაც ჩამოთვლილ ჟურნალისტთა შორის გიორგი სანაიას სახელი და გვარიცაა.